აბიტურიენტების გულშემატკივრების მობილიზებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტების გულშემატკივრების მობილიზებას საპატრულო პოლიცია და მანდატურის სამსახური გააკონტროლებენ.

განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნაა, არ გავხდეთ მიზეზი, რომ ჩვენი თავშეყრის ადგილიდან გავრცელდეს ინფექცია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

 “განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნაა, არ გავხდეთ მიზეზი, რომ ჩვენი თავშეყრის ადგილიდან გავრცელდეს ინფექცია. ვთხოვთ, აბიტურიენტებს გამოცდაზე მარტო გამოცხადდნენ, ან გულშემატკივრებმა მოაცილონ აბიტურიენტი და ნუ დაელოდებიან, რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვამშვიდებთ ოჯახებს, რომ მოგვანდონ აბიტურიენტები, კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დაგველოდებიან საგამოცდო ცენტრებთან”, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

ფოტო: etaloni.ge