თურქეთში ავიაკატასტროფას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი თურქეთის ავიაციის პილოტია. ინციდენტი ვანის პროვინციაში, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, პილოტმა ვეტმფრენის მართვაზე კონტროლი დაკარგა და მთას შეეჯახა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.