ავტომობილი მოზარდს დაეჯახა – ბიჭი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-10 კლასელი ბიჭი გარიდაცვალა – შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში მოხდა.

თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის შუა ხორგას მონაკვეთზე ტოიოტა „პრიუსის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ბიჭს დაეჯახა.

დაშავებული ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ცხედარი ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.