ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში მოხდა.

თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ შუა ხორგაში, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „მერსედესის“ ავტომობილის ორი მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.