ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი პირი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა

ავტოსაგზაო  შემთხვევის შედეგად  შვიდი პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.შემთხვევა ხობის სოფელ ჭალადიდში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.