ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,რამდენიმე ადამიანი დაშავდა.შემთხვევა შაორის ტბასთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით,დაშავებულების ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).