ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,რამდენიმე ადამიანი დაშავდა.შემთხვევა შაორის ტბასთან მოხდა.  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით,დაშავებულების  ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).