ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა – შემთხვევა​ თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაცით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ამობრუნდა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.