ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.შემთხვევა ბათუმში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, სამარშუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.