დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანში არსებული ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა.
მისივე თქმით, ხვალიდან გარდაბნის ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება.
„ ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბანში. გარდაბანის ორ სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება. სოფლების ჯგუფია, პირდაპირ გეტყვით. ერთ-ერთ სოფელში გვაქვს უკვე 11 ინფიცირება და ხვალიდან ორ სოფელში დავიწყებთ გაფართოებულ ტესტირებას. ანუ, გვინდა, რომ მთლიანად სოფლის მოსახლეობა გავტესტოთ. სადაც დადებითი იქნება, დროულად რომ იქნას იზოლირებული და გადაყვანილი სამკურნალოდ. ვფიქრობთ, რომ ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება, დროულად ჩავახშოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში დაიტესტება რამდენიმე ათასი ადამიანი. რაც შეეხება პირველწყაროს, რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, სამ შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ამირან გამყრელიძის განმარტებით, სოფლების ჩაკეტვის საკითხზე ხვალ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.