დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დარწმუნება უჭირთ, რომ კორონავირუსი მართლაც არსებობს.
მისივე თქმით, ლილოს ბაზრობაზე ამ დრომდე ათასამდე ადამიანი გამოიკვლიეს.
“სამწუხაროდ, არ მოგვყვებიან. კარგი დამყოლობა გვაქვს ლილოს ბაზრობაზე. დღევანდელი რიცხვით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი გამოვიკვლიეთ ლილოს ბაზრობაზე, რადგან გარდაბანს და ლილოს ჰქონდა კვეთა, ასევე, ლილოს ჰქონდა კვეთა კიდევ ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახთან, რომელიც მუშაობდა ლილოს ბაზრობაზე. კვლევებით, დროული იზოლირებითა და კარანტინიზაციით სწრაფი გავრცელება თავიდან ავიცილეთ.
თუ ჩვენ, მოსახლეობა დავიცავთ ამ ელემენტარულ წესებს, ანუ პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, ხელების ხშირი დაბანა. ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც ჩატარდა პანდემიის პერიოდში, ეს იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და ქვეყანამ კარგად ჩაატარა, ჩვენ არსად დიდი ეპიდაფეთქება არ მიგვიღია. ერთი შემთხვევა იყო ინფიცირების და იმ ახალგაზრდასაც მივეცით საშუალება, გამოცდა ჩაებარებინა. ვიცი წარმატებული იქნება და წარმატებას ვუსურვებ მას. ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.