დილის 08:00 საათიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყო გარდაბნის სოფლებში,სადაც 6 ბრიგადა მუშაობს, ერთი რუსთავის ჯანდაცვის მათ შორის, სამი საათის წინ გვქონდა ინფორმაცია 107 ნიმუში იყო და ვფიქრობთ, 600-700 ავიღებთ-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გარდაბანში კვირის განმავლობაში გაგრძელდება და რისკჯგუფების კარანტინში გადაყვანა დროულად მოხდება.
ამირან გამყრელიძის ცნობით, კოვიდინფიცირებული პირები სხვადსახვა სავაჭრო ობიექტებში მუშაობდნენ და კონკრეტულ ლოკაციებზე შესაძლოა, ზომების გამკაცრება მოხდეს.
კოვიდინფიცირებული პირები აქტიურები არიან,მუშაობდნენ სხვადასხვა ბაზრობებზე, გასამკაცრებელი იქნება, მათ შორის ლილოს ბაზრობაზე, ყურადღება მეტი, თერმოსკრინინგი აუცილებელი, მათი დრულად გამოვლენა და იზოლირება კარანტინში,სადაც დადგინდება მათი მკურნალობა.”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ