არ ვმალავთ, რომ არის კომუნიკაციის პრობლემა მოსახლეობასთან-შოთა რეხვიაშვილი

500 -ზე მეტი ადამიანი არის გამოკვლეული, თუმცა არ ვმალავთ, რომ არის კომუნიკაციის პრობლემა, მოსახლეობას აქვს განსხვავებული შეხედულებები და იმ ინტენსივობით არ გამოდიან ,არ აბარებენ ანალიზებს, რაც ართულებს მდგომარეობას-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა , შოთა რეხვიაშვილმა სოფელ ყარაჯალარში ყოფნისას განცხადა. 

მხარის პირველმა პირმა, მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა,რომ  თუ სოფლებში მობილიზება მოხდება, ხუთ-ექვს დღეში შედეგი იქნება. 

“500 -ზე მეტი ადამიანი არის გამოკვლეული, თუმცა არ ვმალავთ, რომ არის კომუნიკაციის პრობლემა, მოსახლეობას აქვს განსხვავებული შეხედულებები და იმ ინტენსივობით არ გამოდიან ,არ აბარებენ ანალიზებს, რაც ართულებს მდგომარეობას, გუშინდელი ანალიზებიდან საბოლოო პასუხები არ არის, მირჩევნია საბოლოო პასუხი გითხრათ.

ამ წუთში დამატებით მივიღეთ ის ზომები,რომ გამსვლელი ადამიანები  კონტროლდებიან თერმოსკრინინგზე, თუ დაფიქსირდება ტემპერატურული მატება იმ შემთხვევაში სტაციონარი,რომელიც დაიწყებს უკვე სწრაფ ტესტირებას და სწრაფი კვლევის ჩატარებას.

ვიყენებ შესაძლებლობას და მინდა, თქვენი ეთერის საშუალებით მოვუწოდო გარდაბნის მოსახლეობას ,რომ აქ ხუთი-ექვსი დღე მობილიზებულად თუ ვიქნებით, აბსოლუტურად რეალურ სურათს დავდებთ და ეს არის გადაუდებლად მნიშვნელოვანი.

იქ,სადაც თანამშრომლობა არ იყო, ყველგან გაჭირდა, ყველგან გაგრძელდა ეს პროცესები ,დისკომფორტი და შეზღუდვები, რაც იყო რეგიონში.

ვთხოვ ყველას, ყველას ნათესავს, ყველას მეზობელს, ყველას ვინც გვეთანამშრომლა ,რომ მაქსიმალურად დაგვიდგნენ მხარში. ეს არ არის პირველი შემთხვევა,ამ პანდემიის პირობებში, გარკვეული სირთულეები ზოგან მეტი, ზოგად ნაკლები იყო, მაგრამ გვინდა ,რომ რადიკალური შეზღუდვების გარეშე მივიღოთ შედეგი, თუ არ დადგა შედეგი ჩვენ იძულებული ვიქნებით შეზღუდვები დავაწესოთ, რა თქმა უნდა ,თუ იქნება რეკომენდაციები ,ეპიდემიოლოგების მხრიდან,თუ მოსახლეობასთან თანამშრომლობა არ შედგა, არ არის გამორიცხული,რომ ჩაიკეტოს სოფლები”-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა