“აქცია სუფთა ჰაერისთვის” – სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი “გავიგუდეთ” მერიის მოედანზე აქციას მართავს.
ჯგუფის წევრები „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე გადატანას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ.
“გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტი ჰაერის დამაბინძურებელი საწარმოებისთვის პასუხისმგებლობის და გაზრდილი სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს
“რუსთავი არის მეგობრების და კეთილი ადამიანების ქალაქი და არავითარი სურვილი არ მაქვს,რომ რუსთავის ხსენებაზე, ადამიანებს საწარმოო ზონა და ციხეები ახსენდებოდეთ. ჩვენ აქტიური ადამიანები, ვაპროტესტებთ ეკოდაბინძურების არსებობას ამ ქალაქში. ვართ კონსტრუქციულები,რომ ჰაერი იყოს სტანდარტთან შესაბამისობაში. ყველა ლოკაციაზე ამოდის კვამლი, საითაც არ უნდა გავიხედოთ.
ჩვენ ვითხოვთ,რომ შეესაბამებოდეს ჰაერი სტანდარტს, უნდა დააყენონ ფილტრები და იზრუნონ შიგნით დასაქმებულ ადამიანებზე.არავითარ სოციალურ პასუხისმგებლობას არ იღებენ, მოვუწოდებ რომ დაინტერესდნენ ქალაქში მიმდინარე ცხოვრებით.”-განაცხადა “გავიგუდეთ” ერთ-ერთმა წევრმა