ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი შემთხვევებიდან შვიდის ინფიცირების წყარო დაუდგენელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 7-ის ინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია.

„ზოგადად, ქვეყანაში იდენტიფიცირებულია სატვირთო ავტომობილის 80 მძღოლი, რომელსაც ქვეყანაში ინფექცია შემოჰქონდა, მაგრამ მიდგომა, რაც ქვეყანაში 28 მაისიდან ხორციელდება, სერიოზული ბარიერი გაკეთდა, სისტემა ძალიან კარგად მუშაობს და 80 ადამიანი დროულად იქნა იდენტიფიცირებული, გადაყვანილი კარანტინში, პრევენტირებული იქნა ინფექციის შემდგომი გავრცელება.

63-დან 15 არის საკარანტინო ზონებიდან იდენტიფიცირებული, 18 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, შვიდი შემთხვევის წყარო ამ ეტაპამდე დაუდგენელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.