გარდაბანში ადგილობრივი ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით,დახურული ბაზრის მიმდებარედ,  ქუჩაში უკანონო ვაჭრობა მიმდინარეობს.

მათივე განმარტებით, ისინი ბაზრის გადასახადებს იხდიან, „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ უსაფრთხოების ყველა ზომას იცავენ, თუმცა მათთან მყიდველი არ შედის.

როგორც გარდაბნის მერიაში განაცხადეს, პრობლემის მოსაგვარებლად ზედამხედველობის სამსახური სამართალდამცველებთან ერთად მუშაობს.