გარდაბანში გამოკვლეული 108 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩატარებული 388 ტესტიდან ამ დრომდე ცნობილი მხოლოდ 108 ტესტის პასუხია და მათგან ყველა უარყოფითია, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, გარდაბანში კიდევ 285 ტესტის პასუხს ელოდებიან. დღეს კი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა ჯგუფმა საერთო ჯამში 200 PCR ტესტი აიღეს.

“მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა ჯგუფების პარალელურად ის მობილური ჯგუფებიც მუშაობენ, რომლებიც მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას კარდაკარის პრინციპით ახორცილებენ. სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფები მარნეულის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, რომ ჩაიტარონ PCR კვლევა იმისათვის, რომ მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გახდეს ცნობილი”, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.