გარდაბანში,სოფელ ნაზარვოში ათეულობით პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია მთავარი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორი სოფლის მცხოვრებლებს შორის რესტორნის მიმდებარედ მოხდა. ახალგაზარდების ჯგუფი ერთმანეთს, ერთ-ერთ რესტორანთან დაუპირისპირდა. სიტყვიერი დაპირისპირება მოგვაიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
როგორც ცნობილი ხდება, დაშავებულია ათობით ახალგაზრდა, ყველაზე მძიმეა რესტორნის მეპატრონის მდგომარეობა, რომელიც კომაშია და სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, საქმეზე გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.