გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ , კიდევ 25 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, რომელთა პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
როგორც Tv4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გარდაბანში კორონავირუსის პირველი შემთხვევების კიდევ 25 კონტაქტის საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და “კოვიდ 19″ არცერთ მათგანს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, ჯამში გარდაბნიდან ლუგარის ლაბორატორიაში 42 საკვლევი მასალა გადააგზავნეს,საიდანაც დადებითი პასუხი მხოლოდ გარდაბნელი აბიტურიენტის შემთხვევაში დაფიქსირდა.
გარდაბანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 9 ივლისს დადასტურდა. “კოვიდ 19″ გარდაბანში ასაკოვან ქალს სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. 10 ივლისს პაციენტი “კოვიდ 19″-ზე დადებითი იყო, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულ ტესტზეც.
10 ივლისს ვირუსული ინფექცია, ასაკოვანი ქალის შვილიშვილსაც დაუდასტურდა.