გარდაბანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. Tv4-ის ინფორმაციით,კორონავირუსი სწრაფი ტესტით ქალს დაუდასტურდა, რომელიც გარდაბნის “ჯეოჰოსპიტალსში” სხვა პროფილის განყოფილებაში, გეგმიურ შემოწმებაზე მივიდა. კლინიკის ექიმების ეჭვის საფუძველზე, მას სწრაფი ტესტი “კოვიდ 19”-ზე ჩაუტარდა ,რის შემდეგაც ვირუსულ ინფექციაზე პაციენტი დადებითი აღმოჩნდა.
როგორც კლინიკის პრესსამსახურში Tv4-ს განუცხადეს, პაციენტს, კლინიკაში შემოსვლის დროს, თერმოსკრინინგის პროცედურაზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდა,თუმცა მოგვიანებით ექიმების ეჭვის საფუძველზე ,მისი გადამოწმება მოხდა.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4-ს განუცხადეს,ცენტრი პირველადი ტესტის საფუძველზე, პრევენციული ღონისძიებების მიზნით, კონტაქტების მოძიებას ახორციელებს.
ცნობისთვის, ლუგარის ცენტრიდან კორონავირუსზე პაციენტის ტესტის პასუხი ოფიციალურად ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.