გარდაბანში კორონავირუსზე 60 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

გარდაბანში კორონავირუსზე 60 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ Tv4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ განუცხადა. 

მისივე ცნობით, საკვლევი მასალები ეპიდემიოლოგებმა ლუგარში გუშინ გადააგზავნეს

ცნობისთვის, გარდაბანში გუშინ კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 36 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა. 

ჯამში გარდაბანში, კორონავირუსის 14 შემთხვევაა დადასტურებული.