გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად სულ 36 პირის საკვლევი ნიმუში იყო გადაგზავნილი, საიდანაც 4 დადებითი აღმოჩნდა.