გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

გარდაბანში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაგზავნილი 100-მდე  საკვლევი ნიმუშიდან, კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. 

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით,  ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე, ლუგარში კიდევ 100-მდე პირის საკვლევი მასალაა გადაგზავნილი, რომელთა პასუხებს ცენტრში ელოდებიან

ჯამში, გარდაბანში კორონავირუსის 36 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დრომდე გრძელდება, გარდაბნის სამ სოფელში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ხელისუფლება, მოსახლეობას კვლევებში ჩართულობისკენ მოუწოდებს. 

ამასთან, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში ამ დრომდე 600-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს.