გარდაბანში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა და ჯამში მუნიციპალიტეტში “კოვიდ 19″-ის 46 დადასტურებული შემთხვევაა. 

გარდაბანში გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევა სოფელ ბირლიკს უკავშირდება, სადაც “კოვიდ 19” ჯამში 5 პირს აქვს დადასტურებული. 

Tv4-ის ჟურნალისტის ცნობით,სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული.გარდაბანში 388 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. 

“სოფელ ყარაჯალარში ბოლო ორ დღეში ჩატარებული 233 ტესტის პასუხი ცნობილია, ყველა მათგანი კორონავირუსზე არის უარყოფითი. სოფელში მოსახლეობის კვლევა კიდევ გრძელდება და სავარაუდოდ, ყარაჯალარის მცხოვრებლების ტესტირება 2-3 დღეში უნდა დასრულდეს”, – განაცხადა გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა.

ცნობისთვის, გარდაბნის სოფლებში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.