გარდაბანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

გარდაბანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.  Tv4-ის ინფორმაციით,კორონავირუსი სწრაფი ტესტით ქალს დაუდასტურდა, რომელიც  გარდაბნის “ჯეოჰოსპიტალსში” სხვა პროფილის განყოფილებაში, გეგმიურ შემოწმებაზე მივიდა.  კლინიკის ექიმების ეჭვის საფუძველზე, მას  სწრაფი ტესტი “კოვიდ 19”-ზე ჩაუტარდა ,რის შემდეგაც ვირუსულ ინფექციაზე პაციენტი დადებითი აღმოჩნდა. 

როგორც კლინიკის პრესსამსახურში Tv4-ს განუცხადეს, პაციენტს, კლინიკაში შემოსვლის დროს, თერმოსკრინინგის პროცედურაზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდა,თუმცა მოგვიანებით ექიმების ეჭვის საფუძველზე ,მისი გადამოწმება მოხდა. 

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4-ს განუცხადეს,ცენტრი  პირველადი ტესტის საფუძველზე, პრევენციული ღონისძიებების მიზნით, კონტაქტების მოძიებას ახორციელებს. 

ცნობისთვის, ლუგარის ცენტრიდან კორონავირუსზე პაციენტის  ტესტის პასუხი ოფიციალურად ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.