გაჩიანის მკვიდრი,65 წლის კოვიდინფიცირებული ქალის 18 კონტაქტი მოიძიეს

 კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალის კონტაქტების მოძიება ამ დრომდე გრძელდება -ამის შესახებ Tv4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.  მათივე ინფორმაციით, პაციენტის კონტაქტები,რომელსაც კოვიდ 19″ რუსთავის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, თბილისისა და რუსთავის საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილები.

ეპიდემიოლოგებმა ჯამში 18 კონტაქტი მოიძიეს. 

შეგახსენებთ, კოვიდინფიცირებული შუახნის ქალი, გაჩიანის დასახლების მცხოვრებია და მას კორონავირუსი გუშინ დაუდასრტურდა.