დმანისის მუნიციპალიტეტს მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას განმარტებით, იზრდება იმ დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომელთაც მაღალმთიანის სტატუსი ექნებათ. მთლიანობაში ამგვარია 59 დასახლებული პუნქტი, მათ შორის გორის არის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 სოფელი.
„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 000 ჩვენს მოქალაქეს , რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს მიემატება 26 000 მოქალაქე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციისთვის, მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათებითა და სხვა სახის დახმარებებით სარგებლობენ.