გულშემატკივრები სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას მალე შეძლებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გულშემატკივრები სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას მალე შეძლებენ. კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია ის პირობები, რომელთ დაცვაც მათ მოუწევთ:

დამსწრეები სპორტულ ღონისძიებებზე, სტადიონებზე, 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან და მათთვის პირბადის გამოყენება ისევ სავალდებულო იქნება, – აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიმუშავა.

ამასთან, მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია. უნდა გაიკრას საინფორმაციო აბრები. გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან.