დავით გარეჯის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

UPDATE: როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში TV4-ს განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს გონება არ დაუკარგავთ, თუმცა ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა.  ექიმის ცნობით, პაციენტებს ამ დროისათვის  კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ.

რუსთავში,დავით გარეჯის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხითმოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დედა-შვილი სასწრაფოს ბრიგადამ სამედიცინი დაწესებულებაში გადაიყვანა.