დავით გარეჯის ქუჩაზე გაზის ბალონი აფეთქდა. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, დაშავებულია 35 წლამდე მამაკაცი,რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.