სოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„გვქონდა მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა დახმარებას მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური, ან თვითდასაქმებულებისთვის, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა ან სამსახური საერთოდ დაკარგა.
მოგეხსენებათ, ასეთი ადამიანების რეგისტრაციების ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების შეგროვება, ამ ადამიანებისთვს ეს ვადა გაგრძელებული იქნება პირველ აგვისტომდე. თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდეგაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა, სოციალურად დაუცველ ჩვენს ადამიანებს მივეხმაროთ, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი ოჯახებისთვის“,- განაცხადა გახარიამ.