ხელვაჩაურში 9 წლის გოგოზე დედამ სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნებოდა. ამ დროისთვის, მოზარდი უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან სოციალური მუშაკები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დედა დაკავებული არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.