დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

სამართალდამცველებმა დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალმა დაქირავებულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.

ახალშობილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.