UPDATE: სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 11 და 14 წლის მოზარდებს პოლიცია ეძებს. ბავშვები სოფელ ხონაბუჯის მკვიდრნი არიან. ისინი მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ გავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თბილისში წასვლას ერთი-ერთი არასრულწლოვნის ბიძასთან გეგმავდნენ, რასაც თვითმხილველებიც ადასტურებენ. როგორც ცნობილი ხდება, ბავშვები დედოფლისწყაროში ბოლოს სწორედ სამარშრუტო ტაქსთან შენიშნეს.