დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები ხდება

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

მისივე თქმით,  ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების დაშვება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

აღსანიშნავია,რომ ღონისძიებების ორგანიზატორებს კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ. კერძოდ, თერმოსკრინინგის ჩატარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.