ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქოს გამოცდით დასრულდა . რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 11 აპლიკანტიდან, ეროვნულ გამოცდაზე 1 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, არ ყოფილა გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევა.
დღეს სამოქალაქოს გამოცდა ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ყველა საგამოცდო ცენტრში ერთ სესიად გაიმართა.