ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ორი აბიტურიენტი მაღალი სიცხის გამო არ დაიშვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

აღნიშნულ გამოცდაზე (პირველ დღეს) რეგისტრირებული აპლიკანტების 93% გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით დაიგვიანა სულ ორმა და მაღალი სიცხის გამო არ დაიშვა ორი აბიტურიენტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 აბიტურიენტებისთვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.