ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც არიან ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება იგეგმება.
სამძებრო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.