საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი იყო ჩართული. ადგილზე ორი სკუტერი და ორი ნავი მუშაობდა . მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.
„არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყალში“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.