ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უწყებაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.
ზღვაში არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული.
სამძებრო სამუშაოებს ორი სკუტერი, ორი ნავი, სამი მყვინთავი ახორციელებს. მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება. ამასთან, დრონით ხორციელდება პერიმეტრის კონტროლი.