თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა-რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?!

თეთრიწყაროში გარდაცვლილი გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის განცხადებით , ოჯახი გამოძიებას არ ენდობა. უფლებადამცველის  ინფორმაციით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან. 

„ავტომობილში უკანა სავარძელზე იყო ახალგაზრდა ბავშვი. ექსპერტიზის წამომადგენლები არიან. ყველა იმ მოქმედებებს ახორციელებენ, რაც საჭიროა. ვინაიდან, მე თავად, გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, ექსპერტების მიმართ სრულყოფილი ნდობა არ გამაჩნია, ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან შესაბამისი ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტები. საეჭვოა, არაფერი უღრანი ტყე არ არის დრონს რომ არ დაენახა. გამოძიებას ოჯახი უნდობლობას უცხადებს“, – განაცხადა რამიშვილმა. 

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით,  23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან ,გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იყო და პირველადი დათვალიერებით, მას ჭრილობები არ აღენიშნებოდა. ამასთან, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ავტომობილი არა სამართალდამცველებმა, არამედ მწყემსმა, იპოვა.

ცნობისთის, ადგილი, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს,  საავტომობილო გზიდან რამდენიმე მეტრშია. მანქანა მინდორზე, რამდენიმე ხეს შორის, დგას.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.