თბილისში მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.