თეთრიწყაროში 23 წლის გოგოს ეძებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. დედის ინფორმაციით გოგოს საკუთარი მანქანით, ნაცრისფერი „ჰიუნდაი აქცენტით“ გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა. ასევე დედის ინფორმაციით შაბათს შუადღის 14:20 საათიდან თამარს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. ბაჩალიაშვილის მანქანა კამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირა. როგორც შს სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.