იმედია,გარდაბანში შემდგომი გამკაცრების საფუძველი არ გვექნება-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარში შეზღუდვები იმიტომ ამოქმედდა, რომ მოსახლეობის დამყოლობა ტესტირებაზე ნაკლები იყო. 

მხარის პირველი პირის ინფორმაციით, გარდაბანში ამ დროისთვის, კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ გამარჯვებაში. 

“ჩაიკეტა ამ ეტაპზე ,სოფელი ყარაჯალარი და იმედია, შემდგომი გამკაცრების საფუძველი არ გვექნება. ყარაჯალარი ჩაიკეტა იმდენად, რამდენადაც აქ უფრო მეტი მასშტაბია დაავადების გავრცელების. გუშინდელი ანალიზებიდან კიდევ 4 ფაქტი დაგვემატა. სულ ამ სოფელში არის 23 შემთხვევა, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჯამურად 43 შემთხვევა დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, ერთი ფაქტი დადასტურდა გამარჯვებაში, სადაც ასევე, ეპიდემილოგოები მუშაობენ. აღთაკლია და ყარათაკლიაში მუშაობენ ეპიდემიოლოგები და დღეს ჯამურად მარტო ყარაჯალარში მუშაობს 5 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი.

 ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ჩვენ ამ დღეების მანძილზე ძალიან ბევრი მცდელობა გვქონდა იმისა, რომ გამოსულიყო უფრო აქტიურად მოსახლეობა და სრულად ჩაეტარებინათ ტესტი. აზრი ისაა, რომ მოკლე ვადაში უნდა მოვიცვათ სოფელი, რომ რეალური სურათი გვქონდეს და თუ ვინმე დაავადებულია ,ის ხალხი დროულად იქნეს დაცილებული დანარჩენი ჯანსაღი ნაწილიდან. ვვარაუდობდით ,დღეში 700 ტესტის აღებას და ვერ ავცდით 200-ს.საინფორმაციო კამპანია მიდის და ყველა ინფორმაცია არის მიწოდებული ხალხთან.პირველ რიგში ჩვენ ვტესტავთ ადგილობრივ მოვაჭრეებს,სასრუსათო მაღაზიებსა და ხორცის დისტრიბუტორებს”-განაცხადა მხარის პირველმა პირმა, შოთა რეხვიაშილმა. 

ვითარება გარდაბანში

📢📢გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა📢📢"“ჩაიკეტა ამ ეტაპზე ,სოფელი ყარაჯალარი და იმედია, შემდგომი გამკაცრების საფუძველი არ გვექნება. ყარაჯალარი ჩაიკეტა იმდენად, რამდენადაც აქ უფრო მეტი მასშტაბია დაავადების გავრცელების"-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული📢📢 ვრცლად: https://bit.ly/2ZVduU1

Geplaatst door TV4.ge op Vrijdag 24 juli 2020