ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარში შეზღუდვები იმიტომ ამოქმედდა, რომ მოსახლეობის დამყოლობა ტესტირებაზე ნაკლები იყო.
მხარის პირველი პირის ინფორმაციით, გარდაბანში ამ დროისთვის, კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ გამარჯვებაში.
სამწუხაროდ, ერთი ფაქტი დადასტურდა გამარჯვებაში, სადაც ასევე, ეპიდემილოგოები მუშაობენ. აღთაკლია და ყარათაკლიაში მუშაობენ ეპიდემიოლოგები და დღეს ჯამურად მარტო ყარაჯალარში მუშაობს 5 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი.
ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ჩვენ ამ დღეების მანძილზე ძალიან ბევრი მცდელობა გვქონდა იმისა, რომ გამოსულიყო უფრო აქტიურად მოსახლეობა და სრულად ჩაეტარებინათ ტესტი. აზრი ისაა, რომ მოკლე ვადაში უნდა მოვიცვათ სოფელი, რომ რეალური სურათი გვქონდეს და თუ ვინმე დაავადებულია ,ის ხალხი დროულად იქნეს დაცილებული დანარჩენი ჯანსაღი ნაწილიდან. ვვარაუდობდით ,დღეში 700 ტესტის აღებას და ვერ ავცდით 200-ს.საინფორმაციო კამპანია მიდის და ყველა ინფორმაცია არის მიწოდებული ხალხთან.პირველ რიგში ჩვენ ვტესტავთ ადგილობრივ მოვაჭრეებს,სასრუსათო მაღაზიებსა და ხორცის დისტრიბუტორებს”-განაცხადა მხარის პირველმა პირმა, შოთა რეხვიაშილმა.