კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და მოგვიანებით, გარდაცვლილი ჩვილი საპირფარეშოში იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.