თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი კი დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები არიან.
“ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ინფიცრებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც – 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები.”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.