ამ დროისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში კომპანია „ზეგის“ იურისტი ქეთი მირიანაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი სწორედ შ.პ.ს „ზეგის“ თანამშრომელი იყო.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.