კოსტავას ქუჩაზე ველობილიკი დაიხაზა

კოსტავას ქუჩაზე ველობილიკები დაიხაზა. კოსტავას გაგრძელებაზე ველობილიკები „რუსთავის მუნიციპალიტეტის ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიის“ ფარგლებში დაიხაზა.

სტრატეგია რუსთავში უსაფრთხო საველოსიპედო სისტემის, ველოსატრასპორტო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ველოკულტურის განვითარებისათვის დაიგეგმა.

ცნობისთვის, სტრატეგიის პროექტის შექმნა სამუშაო ჯგუფმა გასულ წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტებთან ერთად დაიწყო.

სამუშაო ჯგუფში რუსთაველი ველომოყვარულები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.