ლიფტი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, შახტაში ჩავარდა – შემთხვევა ბათუმში მოხდა. ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ისინი დაშავებულები არ არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსის მეშვიდე სართულიდან ჩავარდა. კორპუსში მოსახლეობა ერთი წელია ცხოვრობს.